რუხის საავადმყოფოში, ბოლო მონაცემებით, 160-მდე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა.
მისივე ცნობით, პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათი სხვაგან გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ყველა მათგანი ასაკოვანია.
ნინო აკობიას თქმით, კოვიდმიმღებ ცენტრს კვირის ბოლომდე დამატებითი საწოლები და რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო აღჭურვილობა დაემატება.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები