ხობის საფეხბურთო კლუბ “კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხს ელოდება კიდევ ხუთი ფეხბურთელი.
ააიპ "ხობის კოლხეთის" ხელმძღვანელის ბეჟან ბერაიას ინფორმაციით, გორში, სამი დღის წინ გამართული მატჩის შემდეგ ერთ-ერთ ფეხბურთელს ტემპერატურა აღენიშნებოდა, ტესტირების შედეგად კი მას ინფექცია დაუდასტურდა. სწორედ ამის შემდეგ გაიტესტნენ მასთან კონტაქტში მყოფი კლუბის წევრებიც.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კლუბი ფეხბურთის ფედერაციას თამაშების გადადებას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები