აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა
გასული დღის მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში 155 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 39-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მამაკაცს პნევმონია და თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 68 კოვიდპაციენტი გადის. მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 5 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს, აქედან 3 მძიმეა.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 35 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 5213 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3488 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 65-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები