სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 058 პირი,
- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს. სულ გამოჯანმრთელდა 106 328 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 195 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები