სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 87 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 30 ნოემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 65 კოვიდდადებითი
პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია.
სოხუმის ინფექციურში 35 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მძიმე მდგომარეობაშია 1 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 43 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რაოდენობა 5970 - ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 3845 , გარდაცვლილია - 84 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები