სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 237 ადამიანს დაუდასტურდა
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს. სულ გამოჯანმრთელდა 117 560 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 36 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 303 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები