სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 228 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 148 პაციენტი,
მათ შორის 80-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პირი მკურნალობს, მათ შორის 13 მძიმე. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანი მკურნალობს, მათგან 2 მძიმედაა.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 99 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 237 ადამიანს
დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები