გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ორივე გარდაცვლილი ხობის მკვიდრია. ერთი მათგანი, 1949 წელს დაბადებული ქალი ფოთის კოვიდ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო მეორე, 1942 წელს დაბადებული მამაკაცი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 263 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსი კიდევ 408 ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები