კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 400-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 397 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-150 461-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-636, ქვემო ქართლი-281, შიდა ქართლი-268, გურია-82, სამეგრელო-ზემო სვანეთი-397, კახეთი-252, მცხეთა-მთიანეთი-116, სამცხე-ჯავახეთი-69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 966, აჭარაში-962, იმერეთში-1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში-533, აჭარაში-154, იმერეთში-241. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-53, იმერეთში -62. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155-თბილისში, 1 571-აჭარაში, 360-იმერეთში. 20 637 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-276, აჭარაში-151, ხოლო იმერეთში-28.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 182 პირი ”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში  51 664 ადამიანი იმყოფება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.