ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 295 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან საშუალოდ მძიმეა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 156 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 39 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან საშუალო სიმძიმის 8, მძიმე კი - 5. 40 კოვიდდადებითი გადის მკურნალობის კურსს ფოთის კლინიკაში, მათ შორის 12 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 32 ინფიცირებული პაციენტია, მათგან მძიმედაა 4. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი ექიმები 28 პაციენტს მკურნალობენ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 192 ადამიანი, გარდაიცვალა 2 ინფიცირებული. გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 299 პირს დაუდგინდა.

საკარანტინო ზონებში 113 მოქალაქეა მოთავსებული.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.