წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 79 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 150 პაციენტი მკურნალობს, მათგან 70-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მასალის გამოყენების პირობები