ბოლო 24 საათში სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კოვიდინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო ორი სენაკის მაცხოვრებელი.
მათი ასაკი 70 წელს აღემატება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ორი ადამიანი რუხის კლინიკაში
გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი 32 წლის მამაკაცია. ორივე მათგანი ფოთის მკვიდრია.
მასალის გამოყენების პირობები