აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 150 ახალი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 634 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 150-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 4 პაციენტი, მათგან 3 გუდაუთის ჰოსპიტალში, ერთი კი გაგრის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 92 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36, გაგრის ჰოსპიტალში 40, ტყვარჩელის კლინიკაში 15, ხოლო ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 24 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8 825 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 117, გამოჯანმრთელდა 6 872 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები