სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მდგომარეობით
200 ადამიანი მკურნალობს, მათგან 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 29 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 7-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 11 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 27.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 115 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 95 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები