ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 76 წლის ქალი ჩხოროწყუს მკვიდრია და ის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 214 ადამიანი მკურნალობს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 52 პირი.
მასალის გამოყენების პირობები