სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, ის ხობის მკვიდრია და ქუთაისის კოვიდკლინიკაში
მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდ19-ის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები