სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან
მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 105 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 37 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, ტყვარჩელში - 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, ოჩამჩირის საავადმყოფოში -20, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი 61 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10784 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა 8513 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები