აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა
დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით 22 იანვარს აფხაზეთში 451 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 112-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. 68 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 134 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 35-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 37, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 20, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 20, საველე ჰოსპიტალში კი 61 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 096 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 157, გამოჯანმრთელებული კი 8 943 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები