სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 196 ადამიანი მკურნალობს, მათგან 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 8 პირი. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 6-ის მდგომარეობა, ფოთის ჰოსპიტალში 37 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 16 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 16 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 22.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების
116 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 54 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები