ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერა "ცაბუ დავლევდით, მაგრამ კომენდანტია: გ.გახარია" დატოვეს.
როგორც ისინი ამბობენ, ამ გზით მათ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს, რადგან კომენდანტის საათის გამო მეგობარს დაბადების დღე ვერ მიულოცეს.
"უაზრო რეგულაციაა, მონობაზე რეპეტიცია... მეგობარს დაბადების დღე ვერ მივულოცეთ და ასე გადავწყვიტეთ გავაპროტესტოთ კომენდანტის საათი", - გვითხრეს მათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა პირველ მარტამდე ძალაში დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები