აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 62 ახალი შემთხვევა
დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში 478 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 62-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. 65 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო 63 წლის ქალი საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 128 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 75-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 36, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 16, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 26, საველე ჰოსპიტალში კი 58 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 158 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 159, გამოჯანმრთელებული კი 8 947 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები