სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 868 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა.
აქედან 32 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 243 396-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები