სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 202 ადამიანი მკურნალობს, მძიმედაა 13 პირი
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 202 ადამიანი მკურნალობს, მათგან ისევ მძიმეა 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 15.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 203 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 54 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები