ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 195 ადამიანი მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 73 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 6 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 17.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 124 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი
გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და რეფერალური ჰოსპიტალის კოვიდ განყოფილებაში მკურნალობდა. რაც შეეხება 83 წლის ქალს, ის ჩხოროწყუდანაა და რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
საკარანტინო სივრცეებში 55 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები