უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 989 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა.
აქედან 72 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 910 აქტიური შემთხვევიდან 2 694 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 441 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 248 537-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები