გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 511 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 56 პირს
დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 92 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 34 -ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 32, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 19, ტყვარჩელში - 7, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 32, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში - 42 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 620 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 178, გამოჯანმრთელებული კი 10 198 ადამიანი.
.
მასალის გამოყენების პირობები