სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 13 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 191 ადამიანი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 58 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 9 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 25 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 88 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 58 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები