სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 16 605 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა.
აქედან 58 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 466 აქტიური შემთხვევიდან 2 341 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 671 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 251 748-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები