აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი
აფხაზეთში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით გუშინ 410 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 54-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. 84 წლის მამაკაცი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 91 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 30, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 13, ტყვარჩელის კლინიკაში 8, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 37, საველე ჰოსპიტალში კი 32 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 738 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 180, გამოჯანმრთელებული კი 10 423 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები