სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი დაინფიცირდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 16 808 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა.
აქედან 60 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 018-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 488 აქტიური შემთხვევიდან 2 287 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 498 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 252 246-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 258 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები