სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით
გუშინ 259 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 23-ს დაუდგინდა კორონავირუსი.
ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 90 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურში - 30, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, ტყვარჩელში - 8, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 37, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 26 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 761 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 180, გამოჯანმრთელებული კი 10 598 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები