სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 168 პირი მკურნალობს, მძიმეა 8 პაციენტის მდგომარეობა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 168 პაციენტი მკურნალობს, აქედან 8 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, რუხის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 47 ადამიანი გადის. "სენა-მედის" კლინიკაში 30 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათგან მძიმედაა 3. ფოთის კლინიკაში მოთავსებული 36 პირიდან, 5-ის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტს მკურნალობენ. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედიში" 25 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით, დღის განმავლობაში 119 პირი გამოჯანმრთელდა. სულ საკარანტინო სივრცეში 51 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები