აფხაზეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა
დე ფაქტო აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
- ამის შესახებ ინფორმაციას Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, კორონავირუსზე ტესტი სულ 271 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, კორონავირუსის 11 988 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 307 და გარდაცვლილი 189 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები