ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 183 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 53 კოვიდ პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში 35 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს 37 პაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 3-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტია მოთავსებული, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 12, ხოლო სენაკი ლაზიკა მედში 27 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში 77 პირი იმყოფება.
რუხის საავადმყოფოში გუდაუთის მკვიდრი 71 წლის მამაკაცი
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები