ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 72 წლის ქალი ხობის მკვიდრია.
ის კლინიკა "სენა მედში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 165 ადამიანი მკურნალობს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში სულ 64 ადამიანი რჩება.
მასალის გამოყენების პირობები