რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 48 წლის ქალი სოხუმის მკვიდრია.
სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 157 ადამიანი მკურნალობს. მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 58 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში სულ 85 ადამიანი რჩება.
მასალის გამოყენების პირობები