უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 20 549 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა.
აქედან 41 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 831 აქტიური შემთხვევიდან 1 848 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში
157 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 496 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 259 228-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 სოხუმის
მკვიდრია. ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები