აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის ვაქცინა "სპუტნიკ ვ" ჩაიტანეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსი სამხედროებისთვის "სპუტნიკ ვ"- ს 3 ათასი დოზა ჩაიტანეს, ინფორმაციას
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ვაქცინაცია ნებაყოფილობითია და სამხედრო პირებსა და სამოქალაქო პერსონალს, წერილობითი თანხმობის საფუძველზე ჩაუტარდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამ დრომდე, სამხრეთის სამხედრო ოლქის 30 ათას მოსამსახურეს ჩაუტარდა, აპრილამდე, კიდევ 225 ათასი პირის აცრა იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვს თავისი ვაქცინა სოხუმისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებია. მანამდე, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვაქცინა უფასო და ნებაყოფილობითი იქნება".
მასალის გამოყენების პირობები