ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 157 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 10 ადამიანის მდგომარეობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 1 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. "სენამედში" 23 პირი იმყოფება, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 15 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 18, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 20 პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეში 101 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები