სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 27 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 18 015 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა.
აქედან 27 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 469 პირი, მათგან 30 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 580 აქტიური შემთხვევიდან 1 769 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 142 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 აბაშის მკვიდრია. ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები