ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 142 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 13 ადამიანის მდგომარეობა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 49 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. "სენამედში" 20 პირი იმყოფება, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 15 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 8 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 19 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 30 პირი, გამოვლინდა ინფიცირების
27 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 141 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები