სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 5 275 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა. აქედან 12 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 607 პირი, მათგან 82 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 244-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 785 აქტიური შემთხვევიდან 1 713 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 121 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 აბაშის მკვიდრია. ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები