ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლის მამაკაცი აბაშის მკვიდრია.
ის "სენამედში" გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 121 ადამიანი
მკურნალობს. მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 82 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით
ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში 99 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები