სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 869 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა.
აქედან 27 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 995-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 552 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 716 აქტიური შემთხვევიდან 1 606 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები