სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 8-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 106 ადამიანი მკურნალობს,
აქედან მძიმეა 8 პაციენტის მდგომარეობა.
კერძოდ, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 40 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. "სენა-მედში" 9 პირი იმყოფება, მათგან 2 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 15 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 47 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 81 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები