სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 25 436 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა.
აქედან 33 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 137-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 320 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 264 047-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 579 აქტიური შემთხვევიდან 1 542 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები