კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 106 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 10 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 106 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 46 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. "სენამედში" 6 პირი იმყოფება, მათგან 1 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 8 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 18 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 36 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეში 122 ადამიანი იმყოფება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.