სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 100 ადამიანი მკურნალობს, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 46 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 ადამიანი მკურნალობს, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 21 პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 13 პირი, საკარანტინო სივრცეში 82 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები