სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 199 ადამიანი გამოიკვლიეს
და მათგან 28 - ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე მონაცემებით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 39 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 15 კოვიდ ინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13.
სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 842 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია - 202 პაციენტი, 12 387 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები