კვლავ მძიმეა სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 6 პაციენტის მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 95 ადამიანი მკურნალობს, აქედან, 6 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 41 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 ადამიანი მკურნალობს, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 17 პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 39 პირი. საკარანტინო სივრცეში 86 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები